„ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა...“ - ასტროლოგი 21 დეკემბერთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
1766229928
"ვიზალიბერალიზაციის შანტაჟისა და მუქარის იარაღად გამოყენების მორიგი მცდელობა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს ეხება. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვიზების შეჩერება შესაძლოა შეეხოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. ანგარიშის მიხედვით, გარკვეულ ეტაპზე, არ არის გამორიცხული გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ იქნება.
თბილისში აცხადებენ, რომ ანგარიში სიყალბით არის გაჯერებული. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ მიღებული კანონების გამო ქვეყნის შანტაჟი კი, გარე ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობენ:
"ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევრო სტრუქტურებიდან. ჩვენ, ქართველებს გვთხოვენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომლითაც საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს იცავს, გავაუქმოთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობა, რაც წარმოადგენს აუცილებელი დაცვის მექანიზმს ჩვენი მომავალი თაობისთვის - ამ შანტაჟის მექანიზმს იყენებენ იმ ეგიდით, რომ ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ეს არის სრული ტყუილი. ის, ვინც პატივს სცემს ხალხს, ასევე პატივს სცემს მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.