1732386875
ისევ მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები და მეგისები გვემუქრებიან გატყავებით - მეგრელიშვილი მერაბიშვილის განცხადებაზე
ხაბეიშვილის პატრონი ავანსცენაზე გამოვიდა. ის, ვინც ქურქუმალვაითს ფლობს, მაგრამ თავად კეზერაშვილის საკუთრებაა, აი ხერხემალს რომ უწოდებდნენ და უკეთეს შემთხვევაში კუდუსუნის ძვალი რომ გამოდგა, გუშინ კიდევ ერთ თაღლითს, ფეიგინს უმტკიცებდა, რომ საქართველოში ხელისუფლებას მალე შევცვლითო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების შესახებ.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არაფერი შეცვლილა და ისევ ახალაიები,კოდუები და მეგისები გვემუქრებიან გატყავებით.
„ხაბეიშვილის პატრონი ავანსცენაზე გამოვიდა. ის, ვინც ქურქუმალვაითს ფლობს, მაგრამ თავად კეზერაშვილის საკუთრებაა, აი ხერხემალს რომ უწოდებდნენ და უკეთეს შემთხვევაში კუდუსუნის ძვალი რომ გამოდგა, გუშინ კიდევ ერთ თაღლითს, ფეიგინს უმტკიცებდა, რომ საქართველოში ხელისუფლებას მალე შევცვლითო.
დიახ, არც არაფერი შეცვლილა და არც არაფერი გასწორებულა. ისევ მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები და მეგისები გვემუქრებიან, ისევ გატყავებით“, - წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ.
„ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს“,- თქვა მერაბიშვილმა.