ვის ევალება ქონების გადასახადის შევსება - გამოთვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ
1761728628
„შავით თეთრზე ჩანს, რომ ყველა ის განაცხადი, ყველა ის საფრთხე, რომელზეც "ქართული ოცნება" საუბრობდა, იყო რეალური. ყველა ის ნაბიჯი, რაც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების, რაციონალურ-პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნების, სიმშვიდის შენარჩუნების კუთხით, მათ შორის ეკონომიკური წინსვლის კუთხით, იყო სწორი", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მაია ბითაძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმატებული პოლიტიკის დასტურია ის მადლობის წერილი, რომელიც მმართველმა გუნდმა ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან დღეს მიიღო.
"ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით საგარეო პოლიტიკასთან მიმართულებით, იყო მართალი. ამის მარტივი მაგალითია, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული მადლობის წერილი, მარიამ ქვრივიშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის სახელზე, სადაც საუბრობენ, რომ სანქციების კუთხით საქართველომ შთამბეჭდავი და წარმატებული პოლიტიკა აწარმოვა, მაშინ როცა, ორი თუ სამი დღის წინ, ჩვენი ვითომ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ყულევში შემოვიდა რაღაც ტვირთი. ეს არის პოლიტიკური სიმულაციის მთელი ეპოპეა, რომელიც უნდა დასრულდეს", - განაცხადა მაია ბითაძემ.