თერჯოლაში 4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა
1761389708
ორმაგი სტანდარტი და რადიკალიზმის წახალისების მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ამერიკული "ფარას" ქართულ ანალოგზე და გამჭვირვალობის კანონზე. ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ეს კანონები ევროკავშირის წესებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამ კანონებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომა ცინიკურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შტატებში "ფარას" კიდევ უფრო ამკაცრებენ.
სენატში "ფარას" გამკაცრების კანონპროექტი უკვე წარდგენილია, დოკუმენტის ერთ-ერთი თანასპონსორი სენატორი ჯიმ რიშია.
განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა.
"ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას შეფასებით კი, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის.
"ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი. წარმოიდგინეთ აშშ, ამხელა ქვეყანა, ამხელა გამოწვევებით და ხედავს აუცილებლობას, რომ გაამკაცროს "ფარას" კანონი, რომელიც ისედაც მკაცრია. რბილი ძალა, რომელიც სოლიდური თანხებით ფინანსდება და ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გამწვავებას, რა თქმა უნდა, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამ პროცესის პრევენციისთვის და ამ ძალების შეკავებისთვის,"- აცხადებს გიორგი გაბუნია.