1744010165
„ის პროცესი, რაც მიმდინარეობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, არის ცილისმწამებლური კამპანია“ - ლანა გალდავა

2008 წლის აგვისტოს ომი, ბიზნეს რეკეტი, პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა- საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან განაგრძობს.
პარლამენტში შექმნილი დროებითი ჯგუფი 2003-12 წლებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს სწავლობს.
ვინ გასცემდა ბრძანებებს და როგორ მუშაობდა სისტემა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში - ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას კანონმდებლები მომდევნო დღეებშიც ეცდებიან.
საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.
"ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებს.
"საქართველოს პარლამენტში, რომელიც თავის მხრივ არის, ქმედუუნარო, რადგანაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და ასე არის შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ამიტომაც არ ვცნობთ ამ კომისიის საქმიანობად. ის პროცესი, რაც მიმდინარეობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არის ცილისმწამებლური კამპანია", - განაცხადა ლანა გალდავამ.