პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ირლანდიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ელჩები მიიწვიეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დეპუტატებს და სენატორებს ელჩებისგან მოესმინათ ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარების შესახებ.
ირლანდიის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების ერთობლივად განხილვას და მიესალმება მათ შემდგომ გაწევრიანებას ორგანიზაციაში.
ირლანდიის პარლამენტარებს ასევე მიმართა ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მან კიდევ ერთხელ გამოხატა ხმარდაჭერა უკრაინის მიმართ და ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გაწეულ ძალისხმევაზე. ირლანდიელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაგმეს, რუსეთის აგრესია, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, და ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება. ბატონო ელჩო, ამაზე ადრეც გვისაუბრია, მაგრამ აშკარად არის მსგავსება რუსეთის მიდგომაში ყველა ამ ქვეყნის მიმართ, იქნება ეს ყირიმი, დნესტრისპირეთი, თუ საქართველო. რუსეთი თავს ესხმის ქვეყანას, ახდენს ტერიტორიების ოკუპირებას და შემდგომ ცდილობს ანექსირება მოახდინოს. ირლანდიას ადგილზე ჰყავს წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ ირლანდია გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია, თქვენი აზრით, რა შეუძლია და უნდა გააკეთოს გაეროს უშიშროების საბჭომ ? თქვენს გამოსვლაში ხაზი გაუსვით საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახნის შესაძლებლობაზე, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა ეს პროცესი. გეთანხმებით, რომ საელჩოს გახსნა ძალზედ სასარგებლო იქნება თანამშრომლობის თვალსაზრისით და საქართველოს ჩართვა ევროკავშირის მთლიან პროექტში“- განაცხადა ირლანდიის პარლამენტის წევრმა ჯონ ბრედმა.
„მსურს გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა მოლდოვასა და საქართველოს მიმართ და ვფიქრობ, რომ მართლაც სამივე ქვეყნის ერთად გაწევრიანება ევროკავშირში ძალზედ მნიშვნელოვანია, ვეთანცმები თქვენს აზრს, რომ საჭიროა ყველას ერთიანად განხილვა ცალკეულად გამოყოფილი პრიორიტეტების გარეშე. თქვენ როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს კარგად გესმით არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ხოლო ჩვენი, როგორც პარლამენტის და ქვეყნის პოზიციაა სამივე ქვეყნის ევროკავშირში ერთობლივად გაწევრიანება. ირლანდია რომელიც ძალიან ღატაკი ქვეყანა იყო 1973 წელს ევროკავშირში გაწევრიანება სამ ქვეყანასთან ერთად მოხდა: ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და დანია“,- განაცხადა სენატორმა ჯერი ჰორკანმა.
„ამჟამად არსებული მწვავე პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, გამოვხატავ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ხმამაღალ და მტკიცე მხარდაჭერას მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი ღირსეული ხელისუფლების მიმართ. თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე, ჩვენ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, როგორიცაა გაერო, ეუთო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლ.
იმ ფონზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია კვლავ გრძელდება, საქართველო რჩება კონვენციური თუ ჰიბრიდული საფრთხეების კიდევ ერთ სამიზნედ რუსეთის მხრიდან, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზა უკანონოდ განათავ
საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წლისთვის გეგმავდა, თუმცა ახლადშექმნილმა რეალობა აღმოჩნდა სტიმული იმისათვის, რომ ევროკავშირისთვის ოფიციალური განაცხადით სწორედ ახლა მიგვემართა. ევროკავშირის წევრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული და საბოლოო ჯამში ყველაზე ეფექტიანი საშუალება გაერთიანებულ საქართველოში შერიგების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“, - განაცხადა ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.