13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებული, უცხვირპიროები, უსამშობლოები და ყოველგვარი რეიტინგის გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს.
„საარჩევნო კანონმდებლობას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვაკეთებთ. საერთაშორისო დამკვირვებელი როდესაც გქვია, არ უნდა იყო ადგილობრივი და გუშინ შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ბეიჯს გაიკეთებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ზემოთ უნდა იყოს. ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებული, უცხვირპიროები, უსამშობლოები და ყოველგვარი რეიტინგის გარეშე. ჩვენ რომ ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთ, გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე გვაქვს. ვადამდელი არჩევნების არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს. მათ ყოველდღე უნდა ილოცონ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავუნიშნოთ. ამათი არჩევნებში მონაწილეობა არ გაიშვას. 2028-ში იქნება არჩევნები და მოემზადონ“, – განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების ინიცირება მოხდა. პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკო-ს დადგენილებით განისაზღვრება. ასევე ცვლილების გათვალისწინებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება, იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან.