სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1756185650
ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას გახარიას პარტიასა და „ლელოსთან“ დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ამათი სტილია, ოპონენტი უშვერი სიტყვებით მოიხსენიო, ხელი დაარტყა და რამდენიმე დღეში, გვერდით დაუჯდე, ძმობა შეჰფიცო. ამათი ხელწერაა უთავმოყვარეობა და უპრინციპობა. რატომ? – განა, თვითონ ვერ გრძნობენ და არ იციან, რომ ასეთი მიდგომა ქართველი კაცისთვის მიუღებელია, მაგრამ პატრონებისგან, დამფინანსებლებისგან ასეთი დაკვეთა აქვთ. ვის რა ძალა აქვს, რომ ამ დაკვეთებს წინააღმდეგობა გაუწიოს? – რადიკალებში კინტო, ელისაშვილი გვყავს. ჯერ „ნაცებს“ აგინებდა, ასეთი სიტყვები გაგონილი არ მქონდა, შემდეგ ჩაეხუტა და ბოდიში მოიხადა. ხაზარაძეს ეთერში აგინა და დღეს ძმობას ეფიცება. ჩვენთანაც არაერთხელ აქვს ბოდიში მოხდილი, მათ შორის პარლამენტში შემოსვლა-არშემოსვლაზე. სვანეთსაც შევახსენებ – სუფრაზე თქვა, ასეთი ვარო. ამას მისი მეგობარი ლევან იოსელიანიც ესწრებოდა. ასეთი კაცების ოპოზიცია გვყავს. ღირსება, თავმოყვარეობა, პრინციპი როცა არ გაქვს, ქართველი კაცისთვის მიუღებელი ხარ. საკუთარ ხალხს და რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი. რადიკალებს სწორედ ეს დაემართათ. განა, არ იციან, რომ მიუღებელ საქმეს აკეთებენ. პოლიტრადიკალიზმი ჩაირეცხება და ეს რადიკალებიც ამას გაჰყვებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.