„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
რა ქნას, გიორგი გახარიამ, ჯერ აქ იძველბიჭა და გულზე მჯიღს იცემდა, ვითომ მაგარი ბიჭი, პატრიოტია, მაგრამ როცა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავიბარეთ, გაიქცა და ონლაინ ჩართვებით ევროპიდან გველაპარაკება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „გახარიას ინტერესია, უსამშობლოებთან ერთად ქვეყანა არიოს“.
„გახარიას თავისი ინტერესები აქვს, რომ უსამშობლოებთან ერთად კოალიციაში ქვეყანა არიოს. მისი ამოცანა ესაა. ვწუხვარ, რადგან მასზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. უმრავლესობის სხდომაზე გვიმტკიცებდა, მელია უნდა დავიჭიროთო და მეორე დღეს გადადგა, ვერ დავიჭერო. აღმოჩნდა, რომ საელჩოდან დააშინეს. დასრულებულია მისი იმიჯი, როგორც პოლიტიკოსის. დანარჩენი, იქით-აქეთ ირბინოს“, – განაცხადა ზარქუამ.