ირაკლი ზარქუა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: გვახსოვს თქვენი ლიდერი ქალბატონი კალასი როცა იყო პრემიერ-მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებდა, ხოლო მის ქმარს რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული

პოლტიკა

გვახსოვს თქვენი ლიდერი ქალბატონი კალასი როცა იყო პრემიერ-მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებდა, ხოლო მის ქმარს რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

„ეტყობა დიდი დაკვეთა აქვს ამ ვაჟბატონს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს] და თურმე ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ გადაუხვიოთ გზას. ბატონო ცაჰკნა, ჩვენ არ გადაგვიხვევია, ჩვენ მშვიდობა ავირჩიეთ. გვახსოვს თქვენი ლიდერი ქალბატონი კალასი როცა იყო პრემიერ-მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებდა, ხოლო მის ქმარს რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული. როცა ჰკითხეს მას ამის შესახებ, მან თქვა, რომ ქმარი დამოუკიდებელია და მას აქვს უფლება რომ ბიზნესი აწარმოოს და მე პოლიტიკაში ვარო. ამ ღირებულების და მორალის კაცი ხარ შენ და შენი დანარჩენი ლიდერებიც“, - აღნიშნა ზარქუამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სანქციების გამკაცრებითა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებით ემუქრება.