ირაკლი ზარქუა დევიდ ო’სალივანის წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს ჩვენი ქვეყნიდან

ზარქუა

ჩვენ ვიცავთ შეთანხმებას, არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს ჩვენი ქვეყნიდან, - ასე გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა წერილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატიდან მიიღო.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „რაისა“ „კომუნისტკა“ და მისი მიმდევრები, რომლებიც დაფინანსებული არიან, ხელოვნურად ქმნიან შესაძლებლობას რომ ჩვენი ქვეყანა გააშავონ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, წერია:

„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.