ილონ მასკი: თუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ვერ გაიმარჯვებს, გერმანია განადგურდება
1757156648
ანიტასა და მის პარტნიორ, რუსულ ბანზე რა უნდა გითხრა? ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან არის ასე ცნობილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვუხდით ფულს, რომ თავისი კოლეგები დაესმინა და ანიტად ყოფილა რეგისტრირებული. ბურჭულაძე კი, 2008 წლის შემდეგ პუტინს უმღეროდა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ეტყობა, დაფინანსება მიიღეს და ერთმანეთს აგიჟებენ.
„ანიტასა და მის პარტნიორ, რუსულ ბანზე რა უნდა გითხრა? ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან არის ასე ცნობილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვუხდით ფულს, რომ თავისი კოლეგები დაესმინა და ანიტად ყოფილა რეგისტრირებული. ბურჭულაძე კი, 2008 წლის შემდეგ პუტინს უმღეროდა. ამ ხალხისგან რას უნდა ველოდოთ, რა რევოლუციას? ერთმანეთს აგიჟებენ. ეტყობა, დაფინანსება მიიღეს და ის, რომ გააპრაონ, ერთმანეთს აგიჟებენ. აქციები რომ დაიწყო, „ხაბე“ ამბობდა, ორი დღე და ესენი გაიქცევიანო, არადა, უკვე 297-ე დღეა. ეს არის მათი პოლიტიკა. ახლა გვეუბნებიან, არ გაიქცეთ, 5 ოქტომბერს დაგამთავრებთო. 4-ში ვერ ასწრებენ და 5-ში აფორმებენ გამარჯვებას, რევოლუციას. პაატა ბურჭულაძის მხრიდან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების გვარების დასახელება პროვოკაციაა, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ უსამშობლოებს გომელაური არასოდეს შეუერთდება. 2012 წლიდან რამდენმა დაგვტოვა იცით? ბევრმა, შეიძლება, მათ გულისხმობენ, გაგდებულებს. ბურჭულაძეს როგორ უნდა აყვეთ? აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღეროდა და წუხილი არ ჰქონია. თურმე, ახლა პატრიოტია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ ლევან ხაბეიშვილს ვიღაცისგან ფული ჰქონდეს აღებული, რომ ბოლომდე დაძაბოს.
„არ გამოვრიცხავ, ანიტას ვიღაცისგან ფული ჰქონდეს აღებული, რომ ბოლომდე დაძაბოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენს საქმეს აკეთებდეს, ნიჰილიზმი გააჩინოს. აღმოჩნდა, რომ ფულს ვუხდიდით, თავისიანები დაებეზღებინა. ეს კაცი ყველაფერს მოაწერს ხელს. არ დაგიჭერთ – ამ ეტაპზე მაინც, თუ ზღვარს გადავა და კანონს დაარღვევს, მერე კანონი ყველაზე გავრცელდება. ნაკლებად მოსალოდნელია რევოლუცია და ის, რომ გიჟებმა საფრთხე შეუქმნან ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.