მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს და ცირკულარული ეკონომიკის პროექტის საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

შეხვედრა მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) დირექტორს სოფიკო ახობაძეს და ცირკულარული ეკონომიკის პროექტის საერთაშორისო ექსპერტს ვიმ ვან ბრიუსგემს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას შესაფუთი მასალების მართვის სისტემის დანერგვისა და შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების საკითხი წარმოადგენდა.  საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის Bluening the Black Sea (BBSEA) პროგრამასა და მის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციას შეფუთვის ნარჩენების მდგრადი მართვის მექანიზმების თაობაზე.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა შეფუთვის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების როლზე შეფუთვის ნარჩენების მართვის მთელი ციკლის განმავლობაში.