როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! - ხაზარაძე
1735250004
ირაკლი რუხაძემ მთავარი სათქმელი ის თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დღეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა, როგორ შეაფასებს ის „იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ირაკლი რუხაძე არ არის პოლიტიკოსი და მისი განცხადებების გაანალიზებას და შეფასებას არ აპირებს, თუმცა ის, რაც „იმედის“ მფლობელმა განაცხადა, სრულიად გასაგებია - „იმედის“ მფლობელი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას.
„ირაკლი რუხაძემ მთავარი სათქმელი ის თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და დღეს ქვეყანაში არის ის თავისუფლება, რომელიც მათ შორის ზოგიერთ ბიზნესმენს ამხელს. თუ რამდენად მშიშარები ყოფილან ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენლები. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან დგანან და ევროპის მზეს იფიცებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალებზე გუშინ ისაუბრა.