ირაკლი ქადაგიშვილი გლობალური ინოვაციების ინდექსზე: საქართველოს ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი აქვს - უამრავი პროგრამა დაინერგა ხელისუფლების პირობებში, რომელიც სწორედ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გლობალური ინოვაციების ინდექსის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლითაც საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი აქვს.

„მოგეხსენებათ, რომ უამრავი პროგრამა დაინერგა ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც სწორედ სტარტაპების, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. იქმნება ახლი, აკადემიური და საუნივერსიტეტო სიმძლავრეები, რომელიც სწორედ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებისა და სწავლებისთვის არის მომართული. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე და ასეთი ობიექტური კვლევის მასალებითაც ჩანს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა.