პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
ჩვენთვის ეს ხომ სიახლე არ არის. ამ ე.წ. ლიბერალებისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისათვის მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელიც გლოვის დღეებშიც არ შეწყვეტილა.
„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ყოველთვის ჰქონდათ გამოცხადებული. ახლა განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან იქიდან გამომდინარე, რომ დაინახეს ხალხის რეალური რაოდენობა და ხალხის დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. ამიტომ მათი ღვარძლით სავსე შეტევები გაგრძელდება ეკლესიაზეც, მეუფე შიოზეც, ნებისმიერ ეკლესიის მსახურზე თუ საერო პირზე, ვინც საქართველოს ეკლესიის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერისა და ბერის ერთიანობას უჭერს მხარს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.