სტიქია კახეთში - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე
1765709268
ქუჩაში რევოლუციით საქმე არ გამოუვიდათ და ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზე სასამართლო დავებით შეინარჩუნონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის ნება რომ არ მოესროლა, ასეთი სავალალო მდგომარეობა არ ექნებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის უცხოელების მითითებით მოქმედებს, მაგრამ უცხოელებს თავის დროზე რომ მიემართათ, ამომრჩევლის ნება ასე არ მოესროლათ და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს გაჰყოლოდნენ ალბათ დღეს ასეთი სავალალო მდგომარეობა არ ექნებოდათ. ქუჩაში რევოლუციით საქმე არ გამოუვიდათ და ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზე სასამართლო დავებით შეინარჩუნონ. დესტრუქციულ ოპოზიციას სიცოცხლეს დასავლეთიდან გარკვეული წრეების მხარდაჭერა შთაბერავს. ბოლოს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და აქ მიტინგს მხარი დაუჭირა, ამ უკანონობის გაგრძელებას სული შთაბერა. ეს ის ძალაა, რომელსაც საქართველოზე თავისი ძალაუფლების გავრცელება უნდა და არა იმის, რასაც ქართველი ხალხი ირჩევს. ეს დემოკრატიის პრინციპის საწინააღმდეგოდ მოქმედი ძალაუფლებაა. დემოკრატიის სახელით მოქმედებენ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.