ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
ჩვენი გაძლიერება, წინსვლა, განვითარება იქნება ერთ-ერთი პირობა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული მიზნები იოტის ოდენადაც არ შეგვიცვლია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იგეგმება, რომელზეც განახლებული შემადგენლობა დასახელდება, რაზე იქნება მომავალში პარტია ფოკუსირებული, ქადაგიშვილმა დაასახელა, თუ რა არის მათი მუშაობის მთავარი მიზანი.
„მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე უმთავრესი მიზანი გვაქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება, მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა და ხედავთ, რომ ყოველწლიურად ხდება საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სიღარიბის დონის დაწევა, უმუშევრობის შემცირება, შემოსავლების ზრდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის თითოეულ მოქალაქემდე კარგად მისული. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა. ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება აქეთკენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.
გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ამის ზუსტი პროგნოზირება რთულია, მაგრამ ჩვენი გაძლიერება, ჩვენი წინსვლა, განვითარება, იქნება ერთ-ერთი პირობა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული მიზნები იოტის ოდენადაც არ შეგვიცვლია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც.
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა. მან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.