ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
1736520434
მინდა ვთქვა, რომ ევროპა არის ჩვენი გენეტიკური მდგომარეობა, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
„ეს ტერიტორია არის ევროპა და ის საუკუნეობრივი ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს, არის ევროპა. ევროპა არის ის, რომ ჩვენ მე-12 საუკუნეში გვქონდა ფაქტობრივად საპარლამენტო მონარქიის წყობა, 2 საუკუნის განმავლობაში რომ გვქონდა ქალის კულტი, 1921 წელს რომ დავწერეთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არც კი დასიზმრებიათ და დღემდე ექსპერტების აღფრთოვანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ ღირებულებათა თანხვედრას ჰქვია ევროპა“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მან გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული ვითარება და ის დღეს არსებულ მდგომარეობას შეადარა.
„რა არ არის ჩვენთვის ევროპა - ევროპა არ არის დერეგულირებული გარემო, ევროპა არ არის ნების გამოხატვის ჩახშობა ხელკეტებითა და დაჭერებით, ნარკოტიკების ჩადებით, პროფკავშირული აქციების გამო.
დღეს იდეალური გარემო არ არის. მინიმალური ხელფასი გვჭირდება, პროგრესული გადასახადები გვჭირდება, მაგრამ იდეოლოგიურად წინააღმდეგები არიან ამ ყველაფრის ის ადამიანები, რომლებიც არბევდნენ პროფკავშირს, რომლებიც ამ დერეგულირებულ გარემოს ქმნიდნენ და ანტიევროპულად მოქმედებენ. GSP+-ს გვართმევდა აშშ, რადგან ამ დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლა ხდებოდა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.