ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
ჩვენ ღირსეულ ევროპაში ღირსეულად შევალთ და თუ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ბუნებრივია, პრობლემები შეგვექმნება, იმიტომ რომ შარვალგამოხეული არავის ვჭირდებით, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკურ წინსვლას მშვიდობა სჭირდება.
პეტრიაშვილმა ასევე ლგბტ პროპაგანდის მიუღებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ისევე შეიცვლებიან ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობები, რომლებიც გვაძალებენ იმას, „რაც არათუ არაქართული, არაევროპულია“.
„ორჯერ ვნახეთ - ზვიადის [მთავრობის] გადატრიალების დროს და 2003 წელს უმცირესობამ როცა იბატონა, თორემ დიდი პროცენტი მათ არ ჰქონიათ. უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას ამ დაპირისპირებამ დაგვაკარგვინა დროებით ორი რეგიონი და, აქედან გამომდინარე, რა ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდა ქვეყანა და თითოეული ქართველი, ეს ძალიან კარგად ვიცით“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა
1754386282
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603