1773233930
ირაკლი ნადარეიშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა, ევროკავშირიდან შემოსული კაპიტალის 19%-იანი მატების ფონზე, ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ საინვესტიციო მიმზიდველობას
2025 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კვალდაკვალ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები გამოქვეყნდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ჯამურად ინვესტიციებმა 1.68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წარმოადგენს 7.6%-იან ზრდას 2024 წელთან შედარებით.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ევროკავშირიდან ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 19%-ით გაიზარდა და 525 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„პირველ ადგილზე, ქვეყნების მიხედვით, არის დიდი ბრიტანეთი – დაახლოებით 20%-ით; მეორე ადგილზეა თურქეთი – 180 მილიონი აშშ დოლარი, დაახლოებით 11%-ის პარამეტრებში.
სექტორებს რაც შეეხება, ეს არის ის ტრადიციული და პრიორიტეტული სექტორები, რომელზედაც საქართველოს მთავრობა, როგორც მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მატარებელ სექტორებზე, ესაუბრება ინვესტორებს: ეს არის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ფინანსური სექტორი“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქსტატმა 2025 წლის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700











