აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1787127344
"სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა ოჰოჰოო, ეგ დაუშვებელია თურმე," - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია.
ექსპერტი ეხმიანება ოპოზიციონერ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიერ გიორგი უშიკიშვილის შესახებ დაწერილ პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ უშიკიშვილის სასტუმროში რუსი ტურისტები ღამეს ათევენ, თუმცა, "რუსული ღრეობა" იქ არ იმართება. ლატარიას თქმით, კრებსითი "ნაცის" სახე" ასეთი უტიფარი და უსინდისოა, ვინაიდან, ახლა მათ რუსები შესჯავრდათ, თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ, ლარსზეც ხვდებოდნენ და რუსეთში კონცერტებსაც ატარებდნენ.
"უბრალოდ შეხედეთ რა ამაზრზენი და გულის ამრევია კრებსითი ნაცის სახე. სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა ოჰოჰოო, ეგ დაუშვებელია თურმე...!
ასეთი უტიფარი და უსინდისოა ზოგადად კრებსითი ნაცი. ესეც იმ სერიიდან არის, ახლა რომ რუსები შეჯავრდათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ რომ ლარსზე ხვდებოდნენ, რუსეთში კონცერტებს მართავდნენ და კარგად გულაობდნენ..." - წერს ირაკლი ლატარია.