1746007492
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს, – ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველი ძიუდოისტების წარმატება.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება და ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატება მიულოცა.
„მე მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, როგორც ინდივიდუალურ ჭრილში, ასევე რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, გუნდურ ჭრილში – მათ მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება, გახდნენ ევროპის ჩემპიონები. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება. ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.