1754929860
ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები 6-დან 4 მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში - მამუკა გელაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატებად მოქმედი მერები ჰყავს წარდგენილი. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალციხეში მეორბის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ბორჯომში კი - მამუკა გელაშვილი.
„სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია: ადიგენში გოჩა ქიმაძე, ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქში მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდაში ანივარდ მოსოიანი.
ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.