კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1754912542
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდდატები წარადგინა.
ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და მესტიაში, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოქმედი მერები წარადგინა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტს, ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია და წალენჯიხაში გუბა საჯაია არიან წარდგენილი.
„სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია: ფოთში: ბექა ვაჭარაძე, ხობში: დავით ბუკია, სენაკში: ვახტანგ გადელია, აბაშაში: გიგა გაბელაია, მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი. ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე - გუბა საჯაია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.