ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, შემაშფოთებელია, რომ ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ამ მიმოსვლის წყალობით ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს

ირაკლი კობახიძე

დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ის საგმირო საქმეები, როგორიც არის ჯერ ბიზნესმენების, მერე ჯარის ძარცვა და ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ამ ფონზე სამწუხაროდ, სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით, რაც შემაშფოთებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა აღიარა, რომ საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რაც კანონის დარღვევაა.

„ყველამ ყველაფერი იცის საქართველოში, ვინ არის კეზერაშვილი, რა საქმიანობით არის დაკავებული, ჯერ რას აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მის სახელს უკავშირდება ის საგმირო საქმეები, როგორიც არის ჯერ ბიზნესმენების, მერე ჯარის ძარცვა და ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ ფონზე სამწუხაროდ, სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია. ასევე მან აღიარა, რომ საქართველოში ის აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რაც მათ შორის კანონის დარღვევაც არის, თუმცა საბოლოო ჯამში ამითაც ვერ ახერხებენ ისინი წარმატების მიღწევას, მაგრამ მთავარი შემაშფოთებელი არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ამ მიმოსვლის წყალობითაც, მათ შორის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.