„საცოლე ელოდებოდა, ორ თვეში უნდა ჩამოსულიყო...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1763584063
ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არ ელოდება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, რადგან ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი.
„ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯის გადადგმას არ ველოდები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის თემას მათი არაფორმალური უფროსები იყენებდნენ ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის და ბევრი ტყვია გაისროლეს ამისთვის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მერე მოლაპარაკებები არ გაგვიხსნეს, მერე გამოაცხადეს, რომ შეჩერებული იყო 2024 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს. ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუ ამასაც გაისვრი და მაინც ვერ დააბრუნებ ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაშინ რა აზრი აქვს, არაპრაგმატული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ყველა ხედავს, რომ ამ ტყვიის გასროლის შემთხვევაში ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მაინც ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავის არ უღირს ასეთი ირაციონალური ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ ისინი პრაგმატულობას შეინარჩუნებენ და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ვარაუდი, რომ ევროკომისია დაელოდება პოლიტიკური პროცესების კულმინაციას.
„ისინი ამას ეცდებიან, თუმცა არავითარი კულმინაცია არ იქნება. ჩვენ გვექნება მშვიდი წლები. 2 წელი აღარ არის არჩევნები, 2028 წლისთვის უნდა მოემზადოს ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ევროკომისია, რომელიც ელჩის მეშვეობით ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, პირდაპირ მოუწოდებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ საქართველოს მოსახლეობას. ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.