„ჰაპოელ ბეერ-შევა“ ბათუმში, „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1795786261
მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული მედლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. ორი ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად, ტრავმით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება“, – განაცხადა პრემიერმა.