ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან

ირაკლი კობახიძე

თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიისა და სამოქმედო გეგმის გავრცელებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უსუსური მცდელობები, რაც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის უსუსურ სახეს.

„ასეთი ქმედებებით ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ. თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს არის მარტივი გაფრთხილება, რაც შეიძლება ამ ადამიანებს მივცეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.