ირაკლი კობახიძე: სრული მობილიზაციის პირობებშიც კი, რუსთაველზე „300 ქართველი ხალხია“ გამოსული, რაც ნიშნავს, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია და არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტ

 ირაკლი კობახიძე

რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოყავთ 300 კაციც კი, რაც ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, რასაც რ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი.

„ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა ქუჩას, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეში ხდება დაახლოებით 20-25 ადამიანის დაკავება. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. როცა „300 ქართველი ხალხია“ გამოსული, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი. რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმაზე ვერავის დავარქმევინებთ პროტესტს“, – განაცხადა პრემიერმა.