აბიტურიენტების საყურადღებოდ! - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1785741367
სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.
„თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.