ამინდი ისევ გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1783934968
საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც,
„იოლად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება „დიფ სთეითის“ მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა, ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოეგო „დიფ სთეითის“ მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.
სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა.