ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზრდებათ.
„საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10 პროცენტით და 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.