შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა
1760696130
განათლების რეფორმაზე დისკუსიის ფარგლებში, ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა, თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვართ, მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, მათ სჭირდებათ ჯანსაღი სასწავლო პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე.
„მე-12 კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს იცით, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მე-12 კლასში, თითქმის, არ დადიან ბავშვები სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში, არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის. მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.