სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
მახსოვს, სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს ხუთჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა ხუთჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილის სტანდარტია, „ნაცმოძრაობის“ სტანდარტი, უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ჩვენთვის საერთოდ აღარ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს, სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი,“- აღნიშნა პრემიერმა.