ამინდი ისევ გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1783934968
არის ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას, არის ძალიან მძიმე და სამარცხვინო მოვლენა.
„ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.
რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა“, - აღნიშნა პრემიერმა.