ვის ევალება ქონების გადასახადის შევსება - გამოთვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ
1761728628
რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალიზმი აბსოლუტურად ხელოვნურად არის შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ.
„როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი, ნაკლები სიძულვილი გვექნება საზოგადოებაში, ნაკლებად შეფერხდება ქვეყნის განვითარება. ეს პოლიტიკური პარტიები არიან ინსტრუმენტები სიძლვილისთვის, ინსტრუმენტები დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის და ეს ინსტრუმენტები უნდა ჩამოშორდეს დემოკრატიულ სისტემას. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, პირიქით შემცირდება რადიკალიზმის ხარისხი პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.