1739302478
ირაკლი კობახიძე: ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ
![ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/11/111792/irakli-kobakhidze-quveitis-sakhelmtsifos-premier-ministrs-ahmed-al-abdula-al-ahmed-al-sabahs-shekhvda_w_h.jpeg)
ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის მჭიდრო მეგობრობისა და თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში განვიხილეთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები სხვადასხვა სფეროში, რაც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.