„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
პარლამენტის სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერ კომენტარების გაკეთება ამ საკითხზე გაჭირდება.
„ჩვენ ორჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება 60 დეპუტატისთვის, საუბარია ოპოზიციონერ დეპუტატებზე, უფლებამოსილების შენარჩუნების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაწერეს შესაბამისი განცხადებები და არ ესწრებოდნენ სხდომებს. დღეს მესამედ განიხილება ეს საკითხი, სამ დეპუტატთან დაკავშირებით. საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მანამდე კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება, უმრავლესობა მიიღებს ამ თემაზე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.