ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში ვერ მალავენ, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა, სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ყველგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე

როგორც კი დავაანონსეთ ეს პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა და პირდაპირ 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს. გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, თითქოს ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ყველაგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან, რომ ფასების შემცირებას მივაღწიოთ, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“.