აბიტურიენტების საყურადღებოდ! - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1785741367
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ.
„ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ. არის შიდა დაპირისპირებები რაც საბოლოო ჯამში არის ოპოზიციის სისუსტის გამოვლინება. მათ პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიანიშნებს მათ სისუსტეზე და მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს პროცესები, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.