„საცოლე ელოდებოდა, ორ თვეში უნდა ჩამოსულიყო...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1763584063
კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არაფორმალური გავლენებით მართული ევროპული ბიუროკრატია ამას ვერ ეღირსება.
„ვერ ეღირსება ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, საქართველოში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.