„დაგჭირდებათ შავი ან წითელი წიწაკა...“ - როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ
1749230253
კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა.
„კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ აუდიტორად წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გაბიტაშვილი ღირსეული კაცია და სწორედ ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას და ქვეყნის გენერალური აუდიტორი გახდება.