1792094214
ირაკლი კობახიძე იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იუნესკოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იუნესკოსთან პარტნიორობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვის საქმეში.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.








