„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
„იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან, იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, 11 მილიარდით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, არის რაღაც თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი.
„როდესაც იცი, რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია, საქართველოს ეკონომიკას დააკლდეს 11 მლრდ ლარი, ამ დაკვეთის მიზანია, ბიუჯეტს დააკლდეს წელიწადში 700 მლნ ლარი, როცა იცი, რომ ამ დაკვეთის მიზანია, არ შეიქმნას საქართველოში 24 000 დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად, როცა იცი, რომ რეალურად, არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცები, სადაც, „ნაცი“, „ლელო“ და „ალტ ინფო“ რომ ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ვხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი.
მათი ერთ-ერთი აქტივისტი, ე.წ. ჟურნალისტი გამოდიოდა ეთერში და თქვა ასეთი რაღაც, შეიძლება, სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის, ბოლომდე უნდა გამოიყენოო. ესაა ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან – იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან, რომ 11 მილიარდით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია“, – განაცხადა პრემიერმა.