ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც.
„ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არანაირ არაფორმალურ ფორმატში არ მონაწილეობს. ის მონაწილეობს ფორმალურ ფორმატში, რაც არის განსაზღვრული ჩვენი მხრიდან. ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, თქვენ იცით, რომ ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება, ამ ბარიერის გათვალისწინებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ვმოქმედებთ ბუნებრივი მოცემულობის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.