ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება - წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში

„ქართული ოცნებისი“ თავმჯდომარე

გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

„მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერმა.