ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება

ირაკლი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა.

„მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ უცხოელი პატრონი, რომელიც ავალებს ერთადერთ რამეს, რომ შეინარჩუნონ რადიკალიზმის კერები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.