მოზარდის სუიციდის საქმეში ChatGPT-ს წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჩნდა
1761236641
სომხეთსთვის სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ალიევის გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს აჩვენებს, რომ ვაშინგტონის დეკლარაცია მხოლოდ დეკლარაცია არ არის, ჩვენ კონკრეტულ შედეგებს ვხედავთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
ფაშინიანის თქმით, ზოგი დილიდან საღამომდე აცხადებს, რომ სომხეთი ნადგურდება, თუმცა ეს ხალხი უბრალოდ არ იცნობს სომხეთს.
„სომხეთში არსებობს ინსტიტუტები, ორგანიზაციები და პოლიტიკური ფილოსოფია, რომლებიც სომხეთის განადგურების ფორმულით ცხოვრობენ. თუ სომხეთი არ განადგურდება, მოქმედების ადგილი აღარ იქნება; ბუნებრივია, ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია იმის გამართლება, რომ სომხეთი ნადგურდება. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აღარ მუშაობს და გუშინ პარლამენტის დარბაზში ოპოზიციის ცარიელი ადგილები ამის დასტურია“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.