გაზის მიწოდება 7500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ სპეციალური განცხადება
1758733046
ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის ელჩის მხრიდან მედიის კითხვების დაწუნებასა და აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან მის თანამშრომლობას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში.
„ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლი საჭიროდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.